რუსთავის ციხესთან ცუდი გამოცდილება მაქვს, სწორედ იქ მოწამლეს ჩემი შვილი - გიული ალასანია

28.12.23 15:50
რუსთავის ციხესთან ცუდი გამოცდილება მაქვს, სწორედ იქ მოწამლეს ჩემი შვილი - გიული ალასანია

ჩემს შვილს, არა თუ ციხეში დაბრუნება, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება - ასე ეხმაურება გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ციხეში ეტაპირებას. მესამე პრეზიდენტის დედა, რომელიც საკნადქცეულ პალატაში ყოველდღიურად შედის, ამბობს, რომ პაციენტი პატიმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე და საყურადღებოა. 

ალასანია ამბობს, რომ რუსთავის ციხესთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვს, რადგან სწორედ იქ მოწამლეს მესამე პრეზიდენტი.      

სააკაშვილის დედას მაგალითად მოჰყავს ნავალნის მაგალითიც და შიშობს, რომ მისი შვილიც ისეთ ციხეში არ გადაკარგონ, სადაც ამ წუთებში რუსი ოპოზიციონერი ჰყავს გამოკეტილი პუტინს.

ძალიან მადლობელი ვარ. ნამდვილად, ეს ადამიანები ყველაფერს უკეთებენ, სასაყვედურო არაფერი არ მაქვს, მაგრამ საქმე ის არის, რომ რაც პაციენტს სჭირდება, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის შესაძლებლობა იქ არ არის. იმიტომ, რომ რეაბილეტოლოგი, რომელიც ახლა დადის ბოლო ხანებში, ჩვენ დროებით, როგორმე შევაჩერებთ ამ პროცესს, მაგრამ გჭირდება სულ სხვა მკურნალობა, თუ არადა მისი ხერხემალი ისეა დაზიანებული, რომ ცოტა ხნის შემდეგ შეიძლება ვეღარ იაროს.  

რუსთავის ციხესთან დაკავშირ ებით, მე ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს. იქ ჩემი შვილი მოწამლეს, ამიტომ ძალიან ცუდად ვუყურებ ამ პერსპექ ტივას. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით რუსეთს და გვაქვს ნავალნის მაგალითი, რომელიც აღმოჩნდა სადღაც უბედურებაში არის გადამალული. ასე რომ, როგორ შეიძლება, რომ იგივე არ გაიმეორონ აქ", - ამბობს ალასანია.

 მიხელ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მედიკოსებისთვის "ვივა მედის" კარი იანვარში გაიღება. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკნად ქცეული პალატის, პატიმარი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება.  სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, მზადდება თუ არა ნიადაგი მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დასაბრუნებლად? ვივა მედის პოზიცია კი უცვლელია, კლინიკა ჯერჯერობით არ გასცემს ნებართვას, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანონ.