გორში სამხედროს გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა - თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორში გარდაცვლილი სამხედრო კაპრალი ივანე გოგიძეა. როგორც უწყებაში ამბობენ, პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა.
გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
გორში, ვოლოგდის დასახლებაში კაცის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.