"ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, მტერს არ ვუსურვებ" - ჯარისკაცის მკვლელობაში ბრალდებულის ერთადერთი რეპლიკა
სასტიკი მკვლელობა თბილისში - ჯარისკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო. განსასჯელის სკამზე მყოფმა ხვიჩა ვარდიაშვილმა ერთადეღთი რეპლიკა გააჟღერა: "ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ მტერს არ ვუსურვებ".
ხმაურიანი საქმის სასმართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდების მხარემ მკვლელობის მოტივზე ისაუბრა - პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ბრალდებულის მეუღლეს გარკვეული კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან და სწორედ ეს გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი მეგობრებს შორის.
პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა ერთადერთი, ვისაც მომხდარის შესახებ შეატყობინა, მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო.
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ჯარისკაცმა ვაზისუბანში მისი თანამებრძოლი და ნათელმირონი მოკლა. ამ დრომდე უცნობია, რატომ გაიმეტა ხვიჩა ვარდიაშვილმა ოფიცერი სასიკვდილოდ. 43 წლის სამხედროს საკუთარ სახლთან 7 ტყვია ესროლეს. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მოსამართლემ ხვიჩა ვარდიაშვილი პატიმრობაში გაუშვა.