ხანძარი გლდანში - ცეცხლი ავტოფარეხებს უკიდია
ხანძარი გლდანში - ცეცხლი ავტოფარეხებს უკიდია. ხანძარი გლდანის მეხუთე მიკრორაიონში ავტოფარეხებში გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.