პროტესტი დასრულებულია - ოპერის გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურში აღარ უშვებენ
ოპერის გაფიცული თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. დილიდან ყურადღების ცენტრშია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ათობით ადამიანს, ვინც კანონით მინიჭებულ უფლებას იყენებდა და ხელფასების გაზრდას ქუჩიდან ითხოვდა, დღეს სამსახურში აღარ უშვებენ.
პროტესტის და აქციების რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, აქციები შეწყვიტონ და სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, თუმცა მათთვის თეატრის კარი ჩაკეტეს. დილიდან ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
კანონის მიხედვით, გაფიცულ ტანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების უფლება აქვთ, თუმცა ამის მიუხეავად, ხელმძღვანელობა მათ უკან არ აბრუნებს. არ კეთდება განმარტებებიც.
ჩვენ გარკვეულ ცვლილებას მივაღწიეთ და ჩავთვალეთ, რომ გაფიცვა დასრულდა. შევატყობინეთ ოპერის ადმინისტრაციას, რომ დასრულებულია გაფიცვა, ამოწურულია გაფიცვის საფუძველი და შესაბამისად, დასაქმებულები ბრუნდებიან თავიანთ დასაქმების ადგილას, თუმცა ოპერის ადმინისტრაცია არ უშვებს მათ დასაქმების ადგილას, რის გამოც ჩვენ გამოვიძახეთ პატრული იმისთვის, რომ დაფიქსირეულიყო ეს კანონდარღვევა და ჩვენ ვაპირებთ, რომ თუ მოხდება ისე, რომ ვინმეს არ შეუშვებენ, ჩვენ ამას აუცილებლად სასამართლოში გავასაჩივრებთ და სევე, მივმართავთ შრომის ინსპექციას და გავაგრძელებთ პროტესტს. მორალურად პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ასე გააგრძელებს, - ამბობს გაფიცულების ადვოკატი.