დატბორილი სახლები, დახოცილი ფრინველი და განადგურებული ხიდი - ხაშურში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
დატბორილი სახლები და განადგურებული ბაღები. ხაშურში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვმა ნალექმა მდინარე ჭერათხევის ადიდება გამოიწვია. ის კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის საოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოსახლეობის ნაწილს დაეხოცა ფრინველი და პირუტყვი.
გარდა ამისა, სოფელ ნაბახტევში, უამინდობის გამო, დაზიანდა ერთადერთი ხიდიც, რომელიც სოფელს მთავარ მაგისტრალთან აკავშირებს. მეორე ხიდი წინა სტიქიებმა გაანადგურეს. ახლა კი შესაძლოა, სოფელი საბოლოოდ მოწყდეს გარესამყაროს. ხალხი დახმარებას ითხოვს. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში დატბორილ სახლებს საკუთარი ხელით ასუფთავებდა.
საქონლებისა და ღორებსი საბძელში ნახევარი წყლით იყო სავსე, თოვლის დნობას მდინარის ადიდება მოჰყვა, მდინარე ხიდზე გადმოვიდა, დიდი ვალინკებითაც ვერ გავდიოდით ისეთი მდგოარეობა იყო, ხალხი შეშინებული იდგა. 11 ქათამი მომიკვდა პირადად მე. ვითხოვთ, კალაპოტის გაგანიერებას და ხიდის გაკეთებას", - ამბობს ადგილობრივი.