"უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი" - PSP კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმება

29.12.23 15:38
"უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი" - PSP  კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმება

"უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი" - ასე აფასებს კომპანია პსპ    კონკურენციის სააგენტოს დასკვნას, რომელმაც 4 ფარმაცევტული კომპანია შეთანხმებული ქმედების  გამო დააჯარიმა. საქმე ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.  

კომპანია აირწმუნება, რომ კომპანიამ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, თუმცა სააგენტომ ეს არ გაითვალისწინა. პსპ გეგმავს, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს. 

კომპანია PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას!
PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს მიერ მტკიცებულებების გარეშე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დასაბუთების გარეშე, რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში, - ნათქვამია პსპ-ს განცხაებაში.