თაღლითობის უპრეცედენტო საქმე - ბინების უკანონოდ მითვისების ბრალდებით დაკავებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

29.12.23 17:37
თაღლითობის უპრეცედენტო საქმე - ბინების უკანონოდ მითვისების ბრალდებით დაკავებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

თაღლითობის უპრეცედენტო საქმე - როგორ ნადირობენ საქართველოში მილიონიან ქონებებზე. ირანის მოქალაქეების ბინების უკანონოდ მითვისების ბრალდებით დაკავებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. დაზარალებულების უფლებადამცველი ფიქრობენ, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ. ადამიანები, ვინც თაღლითური დაჯგუფების წევრებს თბილისსა და ბათუმში დაკეტილი ბინების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

ეს პიროვნებები საერთოდ ერთმანეთს არ იცნობდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ საქართველში არ იმყოფებოდა. მას უძრავი ქონება ჰქონდა დაკეტილი და თავისი მეზობლებისგან, ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ მისი უძრავი ქონება არის გასხვისებული. ამის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და საკუთარ სახლში აღმოაჩინა სხვა ადამიანები. ამის შემდეგ დაიწყო გამოძება, გრძელდება და ძალიან ბევრი რამაა დასადგენი, თუ საიდან გახდა ცნობილი ბრალდებული პირებისთვის აღნიშნული ქონების შესახებ, თუ ვინ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ ქონებას ამ ეტაპზე არ ჰყავდა მფლობელი საქართველოში და სწორედ ეს ფაქტები არის დასადგენი და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს, სქემას გახსნის და ყველა პირს გამოავლენს, ვინც ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა", - ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატებს ასევე კითხვები აქვთ საჯარო რეესტრთანაც. მათი თქმით, სწორედ საჯარო რეესტრს უნდა გადაემოწმებინა მინდობილობები, რომლებსაც ბრალდებულები სავარაუდოდაყალბებდნენ.

ცხრა დაკავებულს შორის ერთი ქართველი ქალია. ცხრავე დაკავებულს ჯამში სამ მილიონიანი ქონების უკანონო მითვისებას ედავებიან.