ქარელში ქმარმა ცოლი დაჭრა - ქალის მდგომარეობა მძიმეა
ქარელში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა - საზარელი შემთხვევა სოფელ ქვემო შაქშაქეთში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
დაზარალებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დაიწყო. დაკავებულს გომელაურის უწყება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
"ტვ პირველი" სხვა დეტალებს ამ დრომდე არკვევს.