"ვგიჟდები "მანანაზე" - პრეზიდენტი
ჟურნალისტი ვიკა ბუკიას მიერ შექმნილი სატირული პერსონაჟი, "მანანა", პრეზიდენტისთვის საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა.
"ვგიჟდები მანანაზე" - ამბობს "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს "ტვ პირველის" მაყურებელი 31 დეკემბერს, 19:00 საათზე იხილავს.