საქართველოში მიწისძვრა მოხდა

30.12.23 10:10
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  დღეს (08:58 საათზე) 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან 9 კმ-ში, სოფელ საკირეში იყო.