27 წლის კაცმა ცოლი მაშინ დაჭრა ცოლი, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს გვერდით ოთახში ეძინა - ახალი დეტალები
27 წლის კაცმა ცოლი მაშინ დაჭრა ცოლი, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს გვერდით ოთახში ეძინა - ქარელში , ხოფელ შაქ-შაქეთში მომხდარ სისხლიან ანგარიშწორებაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.
სოფელში ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს სახლში იყვნენ ბიჭის მშობლებიც და სავარაუდოდ, სწორედ მათ გამოიძახეს ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია, რომელმაც 27 წლის კაცი ადგილზე დააკავა.
როგორც "პირველებმა" გაარკვია, კონფლიქტი ახალგაზრდა წყვილს შორის ადრეც არსებობდა, ისინი გაშორებულიც იყვნენ, თუმცა შემდეგ შერიგდნენ და როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, მათი სახლიდან არც კონფლიქტის და არც ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.
მეზობლებს ჩხუბის ხმა არც ტრაგედიის დღეს გაუგიათ. მომხდარის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო მივიდა.
რაც შეეხება დაჭრილს, მისი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და მისი მშობლების მოთხოვნით, ის ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან სწორედ ბათუმიდანაა ახალგაზრდა ქალი.
დაკავებულ 27 წლის კაცს, კი გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მამაკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, კაცმა მეუღლეს სამზარეულოს დანით მიაყენა სამი ჭრილობა თავის არეში. "პირველების" ინფორმაციით, დანაშაულის იარაღი გამოძებას ნივთმტკიცებად უკვე ამოღებული აქვს.
საზარელი შემთხვევა სოფელ ქვემო შაქშაქეთში გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დაიწყო.