ოპერის გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, სასამრთლოში დავას აპირებენ
ოპერის გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, სასამრთლოში დავას აპირებენ. 17 ადამიანი წინა საახალწლოდ ადმინისტრაციამ შემოსავლის გარეშე დატოვა.
ამიტომ, ახლა გათავისუფლებული თანამშრომლები გეგმავენ სამართალი სასამართლოს გზით იპოვონ. 53 დღიანი გაფიცვის შემდეგ სამსახურში დაბრუნებულ ადამიანებს ხელმძღრვანელობამ კარი ისე ჩაუკეტა, რომ ოფიციალურად, ამ 17 ადამიანისთვის არავის უთქვამს, რომ მათ სამსახური წინასაახალწლოდ არ ექნებოდათ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 17 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გაფიცულები იყვნენ, ჩვენ გგაფიცვის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ 40%-ით გაიზარდა ხელფასი, შრომის ინსპექცია შევიდა ოპერაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ საფუძველი ამოწურულიყო. რაღაც მხრივ გაგვიჩნდა იმედი, რომ შეიძლება ამ ადამიანების შრომითი პირობები უფრო გაუმჯობესებულიყო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ უნდა დავლოდებოდით მათ გადაწყვეტილებას ა ამ დროს ჩვენი წევრები არ შეუშვეს დასაქმების ადგილას, რაც კანონის დარღვევაა. ჩვენ აუცილებლად სასამართლოში ვიდავებთ. საჩივარი გაეგზავნა შრომის ინსპექციასაც. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვათ ამ საქმეს", - ამბობს ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომელი.
ოპერის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას და შრომის ადამიანური პირობების შექმნას ქუჩიდან ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ქართულ კულტურაში არსებული რეპრესიული პოლიტიკის გამო, ხალხს პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი არ აპატიეს.