სოფელ კიცხის ახლადგარემონტებულ სკოლაში წყალი ჩავიდა
სოფელ კიცხის ახლადგარემონტებულ სკოლაში წყალი ჩავიდა - 150 მოსწავლეზე გათვლილ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის განახლება საახალწლო არდადეგების შემდეგ, დიდი ალბათობით, რთული ამოცანა იქნება.
ხარაგაულის რაიონის ამ სკოლაში ეს არ არის წყლის ჩასვლის პირველი შემთხვევა. არსებობს ცნობები, რომ შენობას სახურავი ორჯერ შეუცვალეს, თუმცა ვერცერთი გამოდგა წყალგამძლე.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის მერი ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ვერ ასრულებს, რადგან იგივე ვითარებაა ახლადგადახურულ კინოცენტრშიც.
სკოლა, რომელიც არის კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ევროსტანდარტით, ფაქტობრივად, არაფერი ევროსტანდარტით არ არის გაკეთებული. ნალექი ჩამოვიდა, ჩამოიტანა მთლიანი ჭერი მეორე სართულზე და ხიფათიც კი შეექმნათ ბავშვებს, სადაც ფაქტობრივად, შეწყდა სწავლაც. ეს ხელისუფლება, როგორც განათლების სამინისტრო, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, მერი უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდების განათლებაზე, მათ კეთილდღეობაზე, პირიქით, ესენი ხელს უშლიან და მათ ხარჯზე არიან ჩაფლული კორუფციაში", - აღნიშნა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელმა.