პირს, რომელმაც ნაცემი ძაღლი ვეტკლინიკაში მიიყვანა, უჩივიან
მისცემენ თუ არა ვინმეს პასუხისგებაში ბაღდათში ნაცემი ძაღლის საქმეზე - უფლებადამცველს, რომელმაც სასტიკად ნაცემი ძაღლი ვეტკლინიკაში მიიყვანა, უჩივიან.
თამილა ლომაშვილმა უკვე შეიტანა ცხოველთა უფლებადამცველის მიშა კაჭკაჭიშვილის წინააღმდეგ.
მომჩივანი ქალი ამტკიცებს, რომ მძიმე დაზიანებებით კლინიკაში შეყვანილ ძაღლს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდებოდა და მისი გადარჩენა მედიკამენტოზური მკურნალობითაც იყო შესაძლებელი.
გავიარეთ კონსულტაციები საკმაოდ კარგ სპეციალისტებთან, ვეტექიმებთან, რა თქმა უნდა, და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ გვითხრა, რომ ამ ძაღლზე არაფრით არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება. ამ ძაღლის მდგომარეობიდან გამოყვანა შეიძლება მედიკამენტებით. საჩივარი შევიტანეთ მე, ქალბატონმა იაკო კვანტალიანმა-სირანაშვილმა, რომელიც ადვოკატია ამ საქმეში ჩემი და ასე ვთქვათ, ძაღლის ინტერესების დამცველი. რომ გავიგოთ, გამოძიებამ დაადგინოს, რა გახდა მიზეზი ძაღლის სიკვდილის", - აღნიშნა თამილა ლომაშვილმა.
მკურნალი ექიმი კონსტანტინე ჯგუშია "პირველებს" უყვება, რომ თავდაპირველად ძაღლს მედიკამენტოზური დახმარება გაუწიეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ვეტერინარები იძულებულნი გახდნენ, ოპერაცია სასწრაფოდ ჩაეტარებინათ.
შემდგომ პერიოდში ჩაუტარდა მედიკამენტოზური დახმარება, მივაწოდეთ ჟანგბადი და დაეწყო გულყრა. გადავიყვანეთ ცხოველი სეკრეციულ მდგომარეობაში, რომ შეტევები მოგვეხსნა. ამის შემდეგ უკვე ნებისმიერი სახის ჩარევა იყო პრობლემური, ორგანიზმი თუ ფხიზლდებოდა ეწყებოდა ძალიან სწრაფი შეტევა. არ ექვემდებარებოდა მედიკამენტოზურ მკურნალობას ასე თუ ისე. ამ ცხოველის გადარჩენა იყო ძალიან რთული, დიდი იყო გარდაცვალების რისკი და შანსი და ერთადერთი გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო სწრაფი ჩარევა და მოშორება კომპრესიის თავის ქალიდან", - აღნიშნა ექიმმა.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა რეალურად ძაღლის სიკვდილის მიზეზი.