კაცი, რომელმაც ქარელში ცოლი დაჭრა, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

30.12.23 13:45
კაცი, რომელმაც ქარელში ცოლი დაჭრა, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

კაცი, რომელმაც ქარელში ცოლი დაჭრა მოსამართლემ, პატიმრობაში გაუშვა - თორნიკე ნოზაძე განსასჯელის სკამზე დუმილის უფლებას იყენებდა. ბრალდებულს თავის მართლება არცერთი სიტყვით არ უცდია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს დარბაზში მომხდარი დანაშაულის დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება გვიან ღამით დაიწყო, შემდეგ კი კაცი საძინებლიდან სამზარეულოში გავიდა და ცოლს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. ახალგაზრდა ქალი სიკვდილს მეუღლის დედამ გადაარჩინა.

ბრალდებულმა ოჯახის წევრის მიმართ, მეუღლის მიმართ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. რამდენჯერმე ჩაარტყა თავის მიდამოში დანა, რაშიც ჩაერია მისი ოჯახის წევრი და შესაბამისად, შემდგომში დაზარალებული გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების არგუმენტაცია და დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა", - აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში, ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.