ერთი ადამიანის შიში გაუმძაფრდა! - ივანიშვილს "ვირის აბანოში მოხვედრას" უანონსებენ
"საქოცეთში მორიგი აღდგომაა"- ასე აფასებს გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად შემობრუნებას. პარლამენტის წევრი ოლიგარქის პოლიტიკურ სვლას "შიშს" უკავშირებს.
"გაჭირვებამ აიძულა ბიძინა ბატონი, იმიტომ, რომ მის გარშემო ყველა რკალი შეკრულია და ხიფათები დღითი დღე იზრდება. ეს არის პირადი ხიფათები, მას ქვეყანა ნაკლებად ადარდებს, ისევე როგორც ის გუნდი, რომელიც დღეს ჰყავს"- ამბობს სანიკიძე.
რაც შეეხება "ოცნების ყრილობაზე" წარმოთქმულ სიტყვას, პარლამენტის წევრი ივანიშვილს განათლებას უწუნებს და ამბობს, რომ ოლიგარქი "ეტყობა სკოლაში ორიანებზე სწავლობდა".
"მობრუნდა, რომ თავი გადაირჩინოს, აშკარად ეტყობა, რომ შეშინებულია, თქვა, რომ სანქცირებულია. აი, ის ბიძინა გვიახლოვდება, 2018 წლის, არჩევნების ორ ტურს შორის თვალცრემლიანი რომ გამოჩნდა. დღეს ყველაფერი იგივე იყო, აკლდა ცრემლები"- აღნიშნა პოლიტიკოსმა.
გუბაზ სანიკიძე "ქოცების" წევრების განკითხვას აანონსებს. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, არც იმას გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთიდან მესიჯი მიიღო - "წესიერად ჩაატარე არჩევნები, ან მოგიწევს ვირის აბანო".
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გუბაზ სანიკიძის თქმით, ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად მესამედ დაბრუნდა, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილია. "ერთი ადამიანის შიშები გაუმძაფრდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეიტინგი იზრდება"