გორის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს - ინფორმაცია მერიამ თავად გაავრცელა.
„პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება”, – აღნიშნულია მერიის Facebook-გვერდზე.
ბავშვების გასართობად ქცეული “ასაფეთქებლები” ბევრი ოჯახისთვის განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში პრობლემაა. პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის ფრინველებს და ცხოველებს.