რა ღირს საახალწლო სუფრა? - გაზრდილი ფასებით უკმაყოფილოა მყიდველიც და გამყიდველიც

31.12.23 11:20
რა ღირს საახალწლო სუფრა? - გაზრდილი ფასებით უკმაყოფილოა მყიდველიც და გამყიდველიც

რა ღირს საახალწლო სუფრა? - გასულ წლებთან შედარებით, ფასები პროდუქტებზე საგრძნობლად გაზრდილია. კილოგრამი ნიგოზი  25 ლარი ღირსს. გაძვირებულია ინდაურის ფასიც - თუ წლის მთავარი დღესასწაულის სუფრასთან  საცივის გარდა გოჭის ხორცით გამასპინძლებასაც მოისურვებთ, უფრო ძვირი დაგიჯდებათ - გოჭის ფასი 240 ლარია. 

15-17 ლარი ჯდება ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვაა.  გაზრდილი ფასებით უკმაყოფილოა მყიდველიც და გამყიდველიც.