ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს

31.12.23 11:38
ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს - თბილისის მერიის ინფორმაციით,  მეტრო, ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.