ელჩი: კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველებს უზარმაზარი მიღწევა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება

31.12.23 11:43
ელჩი: კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველებს უზარმაზარი მიღწევა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება

კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართელებს უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საახალწლო ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

დიპლომატი ამბობს, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

"აშშ-ს საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, მინდა, ყველა ქართველს ვუსურვო ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები, აშშ-ს საელჩოში ყველა ჩვენგანი ამაყია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით," - აცხადებს ელი. 

"გილოცავთ ახალ წელს. აშშ-ის საელჩოს გუნდის სახელით, მინდა ყველა ქართველს ბედნიერი დღესასწაული ვუსურვო. აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ამაყი ვართ იმით, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის და ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას და განსაკუთრებით კი არაჩვეულებრივ და თბილ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველებს ის უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ახლობლებს ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობითა და ბედნიერებით სავსეს," - ამბობს დანიგანი.