თბილისში ახალგაზრდა კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

31.12.23 13:34
თბილისში ახალგაზრდა კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. "პირველების" ინფორმაციით, ის მომღერალი, ჯანო იზორიაა. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"პირველები" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. 

მომღერლის მეგობრების თქმით, მომღერალი საცხოვრებელ სახლში გარაცვლილი გამთენიისას, 04:00 საათზე ნახეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. 

შესაბამისი პროცედურების შემდეგ, მომღელალს სამეგრელოში, მშობლიურ ზუგდიდში გადაასვენებენ.