მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა
მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ფაქტს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
"ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - უთხრეს ინტერპრესსნიუსს საავტომობილო გზების დეპარტამენტში