10 წელში იმერული ხაჭაპურის ფასი თითქმის გაორმაგდა - კვლევა
ხაჭაპურის მომზადების ხარჯები 10 წელში თითქმის გაორმაგდა - ინფორმაციას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.
ISET-ის ცნობით, 2014-2023 წლების მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასი თითქმის გაორმაგდა და 3.66 ლარიდან 6.48 ლარამდე გაიზარდა.
ირკვევა, რომ ყველაზე დაბალი ფასი (3.61 ლარი) 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, ინდექსმა ყველაზე მაღალ ღირებულებას – 6.99 ლარს – კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია.
2023 წელს, 2018 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინდექსის შემცირება, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კლებაა (-7.3%) ბოლო ათი წლის განმავლობაში.