ახალი წელი მსოფლიოში
და ვიდრე ჩვენ ახალი წლის დადგომას ველოდებით, მსოფლიოს ნაწილი უკვე რამდენიმე საათია ზეიმობს 2024 წლის დადგომას. ერთი საათის წინ ახალ წელს იაპონია და ჩრდილოეთ კორეა შეხვდა. პირველი კი კირიბადი იგივე შობის კუნძული იყო. შემდეგ ახალი ზელანდია, ტონგა და სამოა. 2024 წელს ავსტრალიელებიც შეხვდნენ. სხვა კონტინენტებისგან განსხვავებით იქ წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს სანტებიც კი შორტებით ხვდებიან.
სიდნეი წელსაც გამორჩეული იყო თავისი სადღესასწაულო სანახაობით. ავსტრალიაში 25 ათასი ტურისტი მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ სიდნეის სანაპიროზე დაგეგმილი გრანდიოზული ფოეირვერკი ენახა. უკვე წლებია მსოფლიოს მეგაპოლისები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მასშტაბურ შოუს დადგამს ახალი წლის შესახვედრად. ახლა მთავარი ინტრიგაა რას შესთავაზებს დანარჩენ მსოფლიოს დუბაი, რომელიც ბოლო წლებში ფოირვერკების შოუს უპირობო ლიდერი იყო.
თუმცა მანამდე ვინ როგორ აღნიშნა 2024 წლის შემობრძანება - ლიზა ლასარეიშვილი გვეტყვის