პოლიტიკოსები კადრს მიღმა - კურიოზები, ნაწილი პირველი (ვიდეო)
ის, რასაც მაყურებელი წინასაახალწლო პირველებში ყველაზე მეტად ელოდება და რის გარეშეც 31 დეკემბრის გამოშვება წარმოუდგენელია. მთელი წლის განმავლობაში ოპერატორები აფიქსირებენ ისეთ კადრებს, რომლებიც ყოველდღიურ ეთერში არ ხვდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს კადრები იშლება. მათ აარქივებენ და მხოლოდ ერთი დღისთვის ინახავენ. და ხშირად ამ კადრების არსებობა არც რესპონდენტებმა და არც ჟურნალისტებმა იციან.
წლის სახალისო მომენტებზე მუშაობა გვერწმუნეთ ჩვენს ნიუსრუმშიც დიდი აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობდა. ზოგიერთი კადრი პირველების ჟურნალისტებისთვისაც სიურპრიზი იყო. რომ არაფერი ვთქვათ მათ რესპონდენტებზე, რომლებმაც ამ წუთამდეც არ იციან, რომ ისინი საახალწლო კურიოზების მთავარი გმირები გახდნენ. პოლიტიკოსებს, ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ კამერა, რომელიც მათ სიახლოვეს არის ყოველთვის ჩართულია. კურიოზები კი ჩვენს არქივში ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი დაგროვდა, რომ იძულებული გავხდით ორ ნაწილად გაგვეყო.