2024 წელს არ იქნება კომპრომისები - რა გველოდება წელს?
2024 წელს არ იქნება კომპრომისები - დრაკონი მომავალ წელს თავისი ასტროლოგიური კანონებით მოდის. ერთ-ერთი ყველზე ჯიუტი ნიშანი თამაშის ახალ და ხისტ წესებს გვთავაზობს. დრაკონს ყოყმანი არ უყვარს. სწრაფი გადაწყვეტილებები და დასახული მიზნისკენ სწრაფვა. ასტროლოგები გვპირდებიან, რომ მომავალი წელი სამართლიანობის წელი იქნება. დრაკონის წელი შამპანურის აფეთქება ჰგავს. ასე რომ წინ ბევრი საინტერესო ამბები გველოდება.
ქაოსი და გაურკვევლობა უკან დარჩება. თუ მიზანს სწორად დაისახავთ ეს თავიდან დაბადების ტოლფასი იქნება. მთავარია ერთმანეთის მიმართ გულწრფელები ვიყოთ. მოკლედ ცეცხლოვანი მწვანე დრაკონი მომავალ წელს ბევრ სიახლეს გვპირდება. რაც შეეხება საახალწლო სუფრას. დრაკონის მთავარი მცენარე დაფნაა. ასე რომ არ დაგავიწყდეთ გოზინაყთან და საცივთან ერთად სუფრაზე რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლიც დადოთ.
გუგა არჩვაძემ წელსაც დეტალურად გაიარა ასტროლოგებთან და ეზოთერიკოსებთან დრაკონის ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებები და ახლა იმედია ჩვენც გვეტყვის რა გველოდება 2024-ში.