2024 წლის მოდის ტენდენციები - რა ფერები იქნება ყველაზე ტრენდული?

31.12.23 20:37
2024 წლის მოდის ტენდენციები - რა ფერები იქნება ყველაზე ტრენდული?

ახლა ის, რაც  ყველას ძალიან აინტერესებს - 2024 წლის მოდა. რა  უნდა ჩავიცვათ მომავალი ერთი წელი და  რა ფერები იქნება ყველაზე ტრენდული? - ეს ის კითხვებია,  რომლებიც ახალი წლის დადგომის პარალელურად ძირითად შემთხვევაში ქალბატონებს  უჩნდებათ, თუმცა არა მხოლოდ მათ.  ლიზა ლასარეიშვილმა  იზრუნა იმისთვის, რომ მაყურებლისთვის ამომწურავი ინფორმაცია შეეგროვებინა და ამ ქვეყნის ყველაზე  ცნობილი დიზაინერებისგან  რჩევები მიეღო.  

ერთი ამბავი, რაც წინასწარ გავიგეთ უკავშირდება ფერებს.  2024 წელს მოდაშია ბუნებასთან  მიახლოებული ფერები, როგორიცაა  ყავისფერი, ბორდოსფერი,   მწვანე  და ასევე ძალიან საინტერესო ფორმის ტანსაცმელი ბრუნდება. წარსულში კი რჩება  დიდი ფორმის, ე.წ ოვერსაიზი  პიჯაკები, ქურთუკები და ა. შ.  როგორც მივხვდით სიახლეებით დატვირთული წელი გველის და სიახლეები და გარდატეხები  იქნება ყველა სფეროში, მათ შორის მოდაშიც. დანარჩენს კი მაყურებელი ჩვენს რეპორტაჟი მოისმენს.