გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ, 2024 წელს ულოცავს.
ილია მეორე აღნიშნავს, სიტყვას დიდი ძალა აქვს.
მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ , - ამბობს პატრიარქი.
„სიტყვას აქვს ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი - ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, გიხაროდეს შინ და გარეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა თქვენდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ!“, - აღნიშნა პატრიარქმა.