ახალი წლის ღამეს ორი პენსიონერი პიროტექნიკით დაშავდა

02.01.24 16:17
ახალი წლის ღამეს ორი პენსიონერი პიროტექნიკით დაშავდა

ქუთაისში პიროტექნიკით დაშავებულებს კლინიკაში მკურნალობენ. ახალი წლის ღამეს ორ პენსიონერს ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. ორივე მათგანს მტევნის ტრავმა აქვს მიღებული. მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ და ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, პენსიონერებმა პიროტექნიკის მოხმარების წესები არ დაიცვეს. ორივე პაციენტი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.