უამინდობისა გამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული
უამონდობისა და ძლიერი თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. რთული ვითარებაა სვანეთში. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მესტია-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.