ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მანავთან - არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვნებიც
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის ცენტრალურ მაგისტრალზე - სოფელ მანავთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. "პირველების" კამერამ გადაიღო ადგილზე კადრები, სადაც ჩანს დაზარალებული ადამიანები, რომლებიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ. დაშავებულია 6 პირი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ისინი დედასთან ერთად სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ასევე მძიმედ არის დაშავებული ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლიც.
ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.