ქუთაისში პოლიციამ მამაკაცს მცირეწლოვანი შვილების თანდასხრებით სცემა

02.01.24 17:14
ქუთაისში პოლიციამ მამაკაცს მცირეწლოვანი შვილების თანდასხრებით სცემა

პატრულის თანამშრომლები მოქალაქის ცემაში არიან მხილებულები. ქუთაისში მამაკაცს სამართალდმაცველები ქუჩაში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთ კაცს 4 საპატრულო ეკიპაჟი და ათამდე სამართალდამცველი უსწორდება. ჯერ სცემენ, შემდეგ კი აკავებენ. ამავე კადრებში ისმის ადგილობრივი მოსახლეობის შეძახილები "ნუ მოკლავთ!".

"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, პატრულის მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტომობილი, არ დაემორჩილა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ადევნება განახორციელეს. ირკვევა, რომ მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ძალის გადამეტებას ჰქონდა.

წავედით ზესტაფონი წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც დაკავებული იყო ახალგაზრდა მამაკაცი და როდესაც ადვოკატი მასთან შევიდა, ფიზიკურა მას სახეზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, სხეული სხვა ნაწილშიც ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები და დაკავებულის ინფორმაციით, მას საპატრულო პოლიციის 5 ეკიპაჟი მისდევდა, საპატრულო პოლიციის 5 ეკიპაჟის თანამშრომლები ანუ 10 პოლიციელი ურტყამს... არავითარი ხელშეშლა იქ არ ხდება დაკავების დროს ან არდამორჩილება. გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა და როდესაც მოვითხოვეთ თუ სად იყო ექიმი, რომელსაც ევალებოდა, ამ შემთხვევაშ, მისი შემოწმება, გაგნგვიცხადეს, რომ ექიმი არის ავად და საერთოდ არ არის წინასწარი დაკავების იზოლატორში, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

გამოძიება კოკა კაციტაძის უწყებამ პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო. 

ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკვე გათავისუფლებულია.