მკვლელობა ფულის გამოძალვის ნიადაგზე - რა მოხდა სოფელ მანავში?
ამ წუთებში თელავის რაიონულ სასამართლოში სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვა იწყება. ელდარ საბაშვილი, რომელმაც მასთან მისულ სტუმარს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დუმილს ცოტა ხანში დაარღვევს. მანამდე კი მისი ოჯახის წევრები პირველ ინტერვიუს "პირველებს" აძლევს.
ელდარ საბაშვილის და ამბობს, რომ მისი ძმა პირველი ჯგუფის ინვალიდია და ამის გამო პენსიასაც იღებდა. ირკვევა, რომ მოკლულსა და სავარაუდო მკვლელს შორის კონფლქიტი დიდი ხნის წინ ფულის გამო დაიწყო. ბრალებულის ნათესავები ამტკიცებენ, რომ ვიტალი კოხტაშვილი დაკავებულს ფულს ხშირად სძალავდა. მას ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერიც კი ჰქონდა გამოწერილი.
რამდენიმე წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი, რომ მოდიოდა, სთხოვდა ფულს. რამდენიმე წლის წინ იჩხუბეს, ჰქონდათ შეხლა-შემოხლა, მერე სასამართლო პროცესი გაიმართა და სიღნაღის რაიონში გაასამართლეს და უთხრეს მკცარად, რომ საერთოდ სიახლოვეს არ გაეკარო ელდარ საბაშვილს. ფულს სძალავდა. ახლაც იმენი ფული აქვს გამორთმეული და რომ მოეშორებინა, "აი, ახლა არ მაქვს პენსია და რომ ავიღებ, მერე მოგცემ" და ასე, რომ ... ერთიორი წელი იო თითქოს წყნარად, მაგრამ მერე და მერე ისევ... იმის სახლში მიდიოდა, ჭამდა, სვამდა, ჩხუბობდა... შეიძლება ეგეც არ არის და სხვა იყო დამნაშავე და თითონ დაიბრალა. აბა, რავიცი... , - ამბობს საბაშვილის და.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.