ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი, რუსთაველის გამზირი - თბილისში საახალწლო ღონისძიებები იმართება

02.01.24 18:24
ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი, რუსთაველის გამზირი - თბილისში საახალწლო ღონისძიებები იმართება

თბილისის ცენტრში უკვე მეორე დღეა ხალხმრავლობაა. ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი, რუსთაველის გამზირი და პირველი რესპუბლიკის მოედანი - ყველა ამ ადგილზე მისულ ადამიანებს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიებები ელოდებათ. თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, საახლწლო სოფელი და ზღაპრის გმირები პატარებისთვის.

მუსიკალური  ნომრები დაიწყება ღამის 11 საათიდან და მსმენელებს საშუალება ექნებათ, რამდენიმე საათის განმავლობაში დიდი სიამოვნება მიიღონ. თბილისის ცენტრი სადღესასწაულო ღონისძიებებს კიდევ ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.