დაზიანებები სახესა და სხეულზე - პოლიციელები, რომლებაც ქუთაისში მოქალაქეს სცემეს, თანამდებობებზე რჩებიან
მოქალაქის ცემაში მხილებული სამართალდამცველები თანამდებობებზე ამ დრომდე რჩებიან. გამოძიება დაწყებულია, თუმცა პატრულის არცერთ თანამშრომელს უფლებამოსილება არ შეჩერებია, რაც აჩენს ეჭვს, რომ კაციტაძის მიერ დაწყებული გამოძიება მხოლოდ ფორმალობაა. არადა, ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში ერთ კაცს 4 საპატრულო ეკიპაჟი და ათამდე სამართალდამცველი უსწორდება.
ჯერ სცემენ, შემდეგ კი აკავებენ. ამავე კადრებში ისმის ადგილობრივი მოსახლეობის შეძახილები :"ნუ მოკლავთ!".
"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, პატრულის მოთხოვნას- გაეჩერებინა ავტომობილი, არ დაემორჩილა. ამის შემდეგ სამართალდამცველები მას აედევნნენ.
გამოძიება კაციტაძის უწყებამ პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.