კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, მძინარე სტუმარი მოკლა, პატიმრობაში რჩება - რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

02.01.24 20:16
კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, მძინარე სტუმარი მოკლა, პატიმრობაში რჩება - რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

 

 

კაცი, რომელმაც სახლში მისული სტუმარი სასიკვდილოდ გაიმეტა, პატიმრობაში რჩება. ელდარ საბაშვილმა დუმილი სასამართლო სხდომაზე ცოტა ხნის წინ დაარღვია. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ჩადენილს ნანობს, თუმცა არ ყვება, რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი. 

ადვოკატი თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. იგეგმება ფსიქიატრიული ექსპერტიზოს ჩატარებაც, რამაც უნდა დაადგინოს, დამნაშავე დანაშაულის ჩადენის დროს იყო თუ არა შერაცხადი.

"პირველებმა" გაარკვია, რომ სასტიკ მკვლელობას წინ დიდი ხნის განმავლობაში არსებული  კონფლიქტი უძღოდა. მიზეზი ფული იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული ბრალდებულის სახლში ხშირად თანხის გამოძალვის მიზნით მიდიოდა.  მას საკუთარი სახლი არ ჰქონდა და ხშირად  ბრალდებულთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა. საბედისწერო დღეს კი მასპინძელი  მძინარე კაცს დანით შეიარაღებული თავს დაესხა და სახის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ვრცლად ნახეთ მარიამ ახალკაცის რეპორტაჟში.