კონცერტები, საახალწლო სოფელი და ანიმატორები - თბილისში საახალწლო ღონისძიებები იმართება
ამ წუთებში სადღესასწაულო ეპიცენტრია ორბელიანის მოედანი, სადაც ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს. დილიდან გვიან ღამემდე თბილისის ცენტრში გასართობი ღონისძიებები ორი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი.
უკვე მეორე დღეა, დედაქალაქის ქუჩები სავსეა ყველა თაობის ადამიანებით. თბილისში რამდენიმე ადგილია, სადაც საახალწლო განწყობა განსაკუთრებით იგრძნობა. ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი, რუსთაველის გამზირი და პირველი რესპუბლიკის მოედანი - ყველგან მისულ ადამიანებს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიებები ელით.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.