რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
5 მოკლული და 130 დაშავებული - ახლი წლის ღამეს პუტინის ომს უკრაინაში ისევ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. ხარკოვსა და კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.
დაბომბილი კორპუსებიდან კი ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხის სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება. დანგრეულია ხარკოვიც, სადაც რუსულმა არმიამ იერიში საცხოვრებელ სახლებზე, კლინიკებზე , გაზსადენებზე და სხვადასხვა ობიექტებზე შაჰიდის დრონებით მიიტანა.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსული იერიშის მასშტაბი ახლი წლის დღეებში უკრაინაზე უპრეცედენტო იყო - გამოყენებულია 200-ზე მეტი შაჰიდის დრონი და 300 ზე მეტი რაკეტა. ამ ფონზე კი პუტინი ამბობს, რომ ომის დასრულება უნდა თუმცა საკუთარი პირობებით, მაგრამ მისი სიტყვების მსოფლიოში არავის სჯერა.