რთული ვითარება ლარსზე -2000 -მდე სატვირთო კილომეტრიან რიგშია გაჩერებული

03.01.24 11:02
რთული ვითარება ლარსზე -2000 -მდე  სატვირთო კილომეტრიან რიგშია გაჩერებული

2000 -მდე  სატვირთო ავტომობილი  კილომეტრიან რიგშია გაჩერებული და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას ელოდება -დაწესებულმა შეზღუდვებმა პრობლემები ქართველ გადამზიდავებთან ერთად,  სომხეთსაც  შეუქმნა, რომლისთვისაც საქართველოს გავლით გზა რუსეთში ტვირთის გასატანად და მისაღებად ერთადერთია. 

 მაღალი რისკის გამო, საავტომობილო გზების  დეპარტამენტმა ტრაილერებს მოძრაობის უფლება დილით მისცა, თუმცა ცოტახნის წინ ისევ აუკრძალა.

 საფრთხის გამო სპეც რეჟიმი მოქმედებს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, იქ მოძრაობა მხოლოდ საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით არის დაშვებული. 

"1200-1800მდე მანქანაა გაჩერებულია,რიგში აქედანაც და იქიდანაც საცობია და არ ვიცი როდის აღდგება სრულად მოძრაობა" - ამბობენ მძღოლები.