რუსული ტყვეობის მესამე თვე - აძვიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტების პატიმრობაში რჩებიან

03.01.24 11:38
რუსული ტყვეობის მესამე თვე - აძვიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტების პატიმრობაში რჩებიან

რუსული ტყვეობის მესამე თვე - სოფელ აძვის სალოცავიდან გატაცებული გიორგი მელაძე და დიმიტრი კორინთელი ისევ უკანონო პატიმრობაში გაურკვეველი ვადით  რჩებიან. საოკუპაციო რეჟიმმა მათ გამოგონილი ე.წ. ზოლის კვეთისთვის წინასწრი პატიმრობა შეუფარდა და მესამე თვეა ორივე ცხინვალის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ჰყავთ გამოკეტელი.

არსებობდა მოლოდინი, რომ უკანონო პატიმრებს საოკუპაციო რეჟიმი ახალ წელს გაათავისუფლებდა,  თუმცა ეს არ მოხდა. ახლა ცხინვალის ციხეში სულ უკანონოდ გატაცებული 5 მოქალაქეა. გატაცებულების ოჯახის წევრები კი   დახმარებას და რეაგირებას ხელისუფლებას სთხოვენ.

სიახლე არაფერია, ისევ პატიმრობაში რჩებიან. არაფერი ვიცით, - ამბობენ გატაცებულების ახლობლები. 

ცნბილია, რომ საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და წითელი ჯვარი აქტიურად არიან ჩართულები. 

ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქეებს 24 იანვარს ეწურებათ.