ცვლილებები პენიტენციურ კოდექსში - რა შენიშვნები აქვთ ადვოკატებს?
ახალ პენიტენციურ კოდექსს ადვოკატები აკრიტიკებენ. უფლებამცველები ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა. იურსტები წლებია მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან ვიზიტებს დასვენების დღეებში ითხოვენ, თუმცა უწყებამ ეს ცვილილება კოდექსში არ შეიტანა.
ცვლილელები კი 1 იანვრიდან ამოქმედდა. პაემნების ვადა იზრდება და უფასო ხდება, თუმცა ავდოკატები პრობლემას ამ ნაწილშიც ხედავენ. ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე მხოლოდ პრივილეგირებულ პატიმრებს შეეხებათ.
დადებითად რასაც შევაფასებდი არის ერთადერთი ის, რომ უფასო ვიდეოპაემნები, უფასო ხანგრძლივი პაემნები, ასევე ის, რომ ბრალდებულების და მსჯავრდებულებისთვის გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები და გათანაბრდა, ფაქტობრივად, როგორც კოდექსშია მითითებული. მეტი სხვას დადებითად ვერაფერს შევაფასებდი და ასევე, ვისურვებდი, რომ ის, რაც ძალაში დარჩა მოცემული კოდექსით, 25 მუხლია, სადაც ისევ და ისევ ძალაშია ადვოკატის და კლიენტის ვიზუალური მეთვალყურეობა დარჩენილი ძალაში, რომელშიც არ უნდა იქნეს და მე ვფიქრობ, უნდა იქნეს შეტანილი ცვლილება, - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.
ცვლილებების მინუსებზე საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი ალი ბადიროვი.
მიმაჩნია, რომ იმ დონეზე უნდა იყოს ახალი ცვლილებები, რომ მაგალითად, ადვოკატებს შეგვეძლოს როგორც კანონში წერია, დაუყოვნებლიც შეხვედრა, მაგალითად, შაბათ-კვირას. მაგალითად, დისციპლინრი წარმოება აქამდე როდესაც ხდებოდა, საერთოდ ადვოკატს არ ატყობინედბენენ და დღევანდელი ნორმებითაც თუ ბრალედბულმა დაჟნებით არ განაცხადა, რომ ჩემს მიმართ დისციპლინური წარმოება ადვოკატს ეცნობოს, არავინ აპირებს. ადვოკატს აცნობოს, - ამბობს ადვოკატი ალი ბადიროვი.