წერეთლის გამზირზე ხეებს ფესვები აქვთ დაჭრილი
წერეთლის გამზიზრე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ხეებს ფესვები აქვთ დაჭრილი - ამის შესახებ ფოტომასალას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ იქმნება ქალაქში ძლიერი ქარის დროს პრობლემები, მცენარეებისთვის ფესვების მოჭრა და ფლორის საგრძნობლად დაზიანებაა.