უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დაიწერა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დაიწერა - წმინდა გიორგის ხატზე დატანილია საქართველოსა და უკრაინის დროშები.
ხატს დღეს ქაშვეთის ეკლესიიდან უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მებრძოლი, გია შიოშვილი გადააბრძანებს. საბოლოოდ, ხატს კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის იმ ტაძარში დააბრძანებენ, სადაც ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდები იმართება.
სამწუხაროდ, უკრაინაში არ არის ქართული ეკლესია, საიდანაც შეგვეძლო, თუნდაც, გამოგვესვენებინა ქართველი გმირები, რომლებიც დაეცნენ სამშობლოსათვის. მაგრამ არა უშავს, უკრაინელებმა თავიანთი ვოლოდიმირის ტაძრიდან გამოასვენეს და შემდეგ გვითხრეს, შეგიძლიათ თქვენი ხატიც დაასვენოთ ჩვენს ტაძარში. ეს იყო დიდი პატივისცემა მათი მხრიდან. დღეს ვოლოდიმირის ტაძარში დაბრძანდება წმინდა გიორგის ხატი, რომელიც იბრძოდა სიმართლისთვის", - თქვა უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრმა, გია შიოშვილმა.