მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, ძლიერი თოვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

03.01.24 12:54
მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, ძლიერი თოვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

3-5 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება განაპირობოს.

ამავდროულად, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოსალოდნელი ნალექის გამო შესაძლოა, შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა.