რა ბედი ელით ლარსზე გაჩერებულ ტრაილერებს - მძღოლები ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდებიან
სატვირთოების გრძელი რიგი და კილომეტრიანი საცობები ლარსზე - ასეულობით სატვირთო გაურკვეველი დროით ისევ გაჩერებულია. კილომეტრიანი საცობები კობიდან იწყება და ლარსის გამშვებ პუნქტამდე გრძელდება.
მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ყინვაში და სიცივეში დგომა უკვე რამდენიმე კვირაა უწევთ. მოძრაობა საავტომობილო გზების დეპრტამენტმა დღეს დილით გახსნა, თუმცა რამდენიმე საათში ისევ ჩაკეტა, ამიტომ სატვირთოების მძღოლები გაურკვევლობაში არიან და განმარტებას ელოდებიან. დამატებითი განმარტება კი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ბევრი მანქანაა რიგში, 1500-3000 მანქანა ლარსის იქით კიდევ რიგშია. მე დილის შვიდ საათზე გადმოვედი და გაგვაჩერეს. ორი კვირაა რიგში ვარ. იქით ვიყავი ძალიან დიდი ხანი. ორი დღეა ეს გზა შედარებით მუშაობს, როდის გაგვიშვებენ არ ვიცი, ველოდებით", - ამბობენ მძღოლები.