მინი ოლიგარქი და მთავრობა მდიდრულ წვეულებაზე - ფოტო
მინი ოლიგარქი, ვანო ჩხარტიშვილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაახალწლოდ მდიდრულ წვეულებაზე შეიკრიბნენ. ფოტოების მიხედვით, რომელსაც კახი კალაძის მეგობარი, დიზაინერი, მაკა კვიციანი ავრცელებს, ბიზნესის და ხელისუფლების პირველი პირების წვეულებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახი კალაძე, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და დეპუტატი ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.
გალა სადილი, პირველების ინფორმაციით, ალკოჰოლური სასმელების ბრენდის, "რემი მარტინის" ორგანიზებით გაიმართა.