ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი განსასჯელი სკამზეა - რა უთხრა გამომძიებლებს დაკავებულმა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ბერიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებისას 44 წლის კაცმა სასტიკი დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, თუმცა ბრალდებულს დღეს მოსამართლის წინ თავის მართლებაც კი არ უცდია და დუმილის უფლება გამოიყენა.
ირკვევა, რომ მკვლელობის დროს ბრლადებული ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების აღკვეთა ვადით 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თვითმხილველები "პირველებთან" ამბობენ, რომ მოძალადემ ცოლს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან გაიქცა:
გადმოვიდა "ხაზეიკა" და იძახდა, რომ რაღაც მოხდა იქ, ჩხუბიო და მე ვერ ავდივარ, მეშინიაო. გაიქეცით, იქნებ დაეხმაროთო. მეც ვერ ავედი, რადგან შემეშინდა. მერე ხალხი ავიდა, მეც ავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. მხოლოდ ეს დავინახე, სისხლის გუბეში ეგდო. ბავშვები არ შესწრებიან. არასდროს გამიგია მათი ჩხუბი, რადგან აქ არ შემოდის ხმა. არავისთან არაფერს არასდროს არ ამბობდა", - აღნიშნა მეზობელმა.
ზასარელი ფაქტი ბათუმში, გამთენიისას მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 44 წლის კაცმა საკუთარ მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრა.