გლდანში ძაღლები არასრულწლოვნების წინ აწამეს- ადგილობრივები მოძალადეების დასჯას ითხოვენ

03.01.24 17:27
გლდანში ძაღლები არასრულწლოვნების წინ აწამეს- ადგილობრივები მოძალადეების დასჯას ითხოვენ

არიან თუ არა იდენტიფიცირებულები ის პირები, რომლებმაც გლდანში ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს? - მომხდარიდან 1 დღე გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძაღლებს ჭრილობები შეიარაღებულმა პირებმა პარკში, არასრულწლოვნების თანდასწრებით მიაყენეს. თვითმხილველი "პირველებს" უყვება, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელში დანა ეკავა, მიზანმიმართულად იყო მოსული ძაღლთან გასამკლავებლად.

ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ქალბატონები ბავშვებს ასეირნებდნენ. დანა ხელში ეკავა. ჩემს თვალწინ დაჭრა ძაღლი. ეს ძაღლი რომ დაიჭრა, ასხამდა სისხლს საშინლად. საზოგადოებაში ეს ხალხი დღეს ცხოველს თუ ასე მოექცევიან, ხვალ პირადად ჩემთვისაც და სხვისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.