თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - ცნობილი მოცეკვავე მარი ბაბეტა სანაპიროზე გარდაცვლილი ნახეს

03.01.24 20:08
თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - ცნობილი მოცეკვავე მარი ბაბეტა სანაპიროზე გარდაცვლილი ნახეს

 

 

შს სამინისტრო ამ დრომდე საიდუმლოდ მალავს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება ცნობილი მოცეკვავის გარდაცვალების ფაქტზე. ვიდრე სამართალდამცავი უწყება დუმს, "პირველებმა" გაარკვია, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს. მარი ბაბეტას მეგობრები ამტკიცებენ, რომ მოცეკვავემ ყოფილი შეყვარებულის მხრიდან მუქარას და ძალადობას ვერ გაუძლო, რის გამოც სიცოცხლე, სავარაუდოდ, სუიციდით დაასრულა. ერთ-ერთი ვერსიით, ბაბეტა მანქანას განზრახ შეუვარდა

ირკვევა, რომ მანამდე ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა მტკვარში  გადახტომით სცადა. ამ ინციდენტიდან რამდენიმე წუთში კი შარდენზე, კლუბიდან არაფხიზელ მდგომარეობაში გამოსულ მარი ბაბეტას  მანქანა დაეჯახა. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს მოცეკვავის არცერთი მეგობარი და არცერთი თვითმხილველი, ვინც ბაბეტა  უკვე გარდაცვლილი ნახა.  ახალგაზრდა ქალის  უახლოესი გარემოცვა "პირველებს" უყვება, რომ მოცეკვავეს შვილი ჰყავს, რის გამოც  ის სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ დაასრულებდა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.